სიახლები

25-09-2018 მეცნიერების ფესტივალი, აწსუ 2018

2018 წლის 25 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ქალაქ ქუთაისში.ფესტივალს ორგანიზებას გაუწია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა. მადლობა აწსუ–ს ასეთი ღირსეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. აწსუ–ს სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,აკმე" პროექტით მოხალისეობრივ საწყისებზე ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ფარგლებში დაარსებული კლუბის წევრებმა. პიკნიკზე პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს ქიმიური ცდები რომელიც მაყურებილისათვის ახსნილი იქნა მარტივი და საინტერესო გზით.

ნანახია 1776-ჯერ